ექიმებისა და ლაბორატორიებისთვის

კლინიკური კითხვიდან
მოლეკულურ ანგარიშამდე.

ეპიჩეკი უზრუნველყოფს კვლევის შერჩევის მხარდაჭერას, ნიმუშის გადაცემისა და ლაბორატორიაში ტესტირების კოორდინაციას, ანგარიშის მიწოდებასა და შედეგების ინტერპრეტაციის საკითხებში სპეციალისტების ჩართულობას.

განიხილეთ კვლევა

კვლევის შერჩევა კლინიკური მიზნის მიხედვით

კლინიკური მიზანიკვლევასაკვლევი ნიმუშის ტიპი
მკურნალობის შერჩევისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე გენის შეფასებამიზნობრივი დნმ/რნმ NGSFFPE სიმსივნური ქსოვილი; პლაზმა — მხოლოდ პლაზმისთვის ვალიდირებული ტესტის შემთხვევაში
გენომური ცვლილებების ფართო შეფასებაკომპლექსური გენომური პროფილირება (CGP)FFPE სიმსივნური ქსოვილი
სიმსივნურ ქსოვილში BRCA1/2 ცვლილებების გამოვლენასიმსივნური BRCA1/2 ტესტირებაFFPE სიმსივნური ქსოვილი
BRCA1/2-თან დაკავშირებული მემკვიდრეობითი მიდრეკილების შეფასებაგერმინალური BRCA1/2 ტესტირებასისხლი
კონკრეტული მუტაციის ან რეზისტენტობასთან დაკავშირებული ვარიანტის გამოვლენარეალურ დროში PCR / ციფრული PCRFFPE სიმსივნური ქსოვილი

წინასწარ დააზუსტეთ, რომელ გენეტიკურ ცვლილებებს მოიცავს შერჩეული ტესტი, ითვალისწინებს თუ არა რნმ-ზე დაფუძნებულ გენური შერწყმების ანალიზს და TMB-ის, MSI-ისა და HRD-ის შეფასებას. პლაზმა გამოიყენება მხოლოდ კონკრეტული, ვალიდირებული ტესტისთვის.

ტესტის ანალიტიკური დაფარვა

რას მოიცავს შერჩეული პანელი?

პანელის ინფორმაციულობას განსაზღვრავს შესასწავლი გენები, მათი კონკრეტული უბნები და გამოსავლენი გენეტიკური ცვლილებების ტიპები. ამ პარამეტრების დაზუსტება გეხმარებათ შეარჩიოთ კვლევა, რომელიც შეესაბამება კლინიკურ კითხვას, ხოლო ნიმუშის მოთხოვნების გადამოწმება - შეაფასოთ არსებული მასალის გამოყენების შესაძლებლობა.

DNA / RNA

დნმ-ისა და რნმ-ის ანალიზის დაფარვა

წინასწარ დააზუსტეთ, რომელ გენებს, გენურ უბნებსა და გენეტიკური ცვლილებების ტიპებს მოიცავს შერჩეული ტესტი. თუ კლინიკური საკითხი მოითხოვს ALK, ROS1, RET ან NTRK1/2/3 გენების შერწყმების გამოვლენას, გადაამოწმეთ, მოიცავს თუ არა პანელი რნმ-ის ანალიზს და რომელი შერწყმების გამოვლენაა შესაძლებელი.

TMB · MSI · HRD

TMB, MSI და HRD

ფართო გენომური პროფილირება ყოველთვის არ მოიცავს სიმსივნის მუტაციური დატვირთვის (TMB), მიკროსატელიტური არასტაბილურობისა (MSI) და ჰომოლოგიური რეკომბინაციის დეფიციტის (HRD) შეფასებას. წინასწარ გადაამოწმეთ, რომელი ბიომარკერების შეფასებაა ვალიდირებული შერჩეული ტესტისთვის, როგორია შედეგების ინტერპრეტაციის კრიტერიუმები და რა მოთხოვნები ვრცელდება ნიმუშზე.

PCR / NGS

თერაპიისადმი რეზისტენტობის შეფასება

მიუთითეთ ჩატარებული მკურნალობის სქემა და დაავადების პროგრესირების დრო და ხასიათი. რეზისტენტობასთან დაკავშირებული ცვლილებების გამოსაკვლევად მიზნობრივი ტესტი ან უფრო ფართო NGS პანელი შეირჩევა კლინიკური საკითხის, წინა მოლეკულური კვლევების შედეგებისა და ხელმისაწვდომი ნიმუშის გათვალისწინებით.

მიმართვა იწყება სამი საკითხით.

01

კლინიკური კონტექსტი

მიუთითეთ დიაგნოზი, დაავადების სტადია, ჩატარებული მკურნალობა და კლინიკური კითხვა, რომელზე პასუხიც მნიშვნელოვანია შემდგომი მართვისთვის.

02

ნიმუში და თანმხლები დოკუმენტაცია

მოგვაწოდეთ ინფორმაცია ხელმისაწვდომი ნიმუშის შესახებ და, სიმსივნური ქსოვილის კვლევისას, ჰისტოლოგიური დასკვნა. შერჩეული ტესტის მიხედვით მოგაწვდით ნიმუშის მომზადების, ჩაბარებისა და ტრანსპორტირების ინსტრუქციას.

03

კვლევის პირობები

წინასწარ ზუსტდება ტესტის ანალიტიკური დაფარვა, ინფორმირებული თანხმობის მოთხოვნები, შემსრულებელი ლაბორატორია, კვლევის ღირებულება, პასუხის გაცემის მოსალოდნელი ვადა და ანგარიშის მიმღები ექიმი.

დაუკავშირდით ეპიჩეკს

დაიწყეთ
თქვენი კითხვით.

მოგვწერეთ, რომელი კვლევა გჭირდებათ ან რომელ კლინიკურ კითხვაზე ეძებთ პასუხს. დაგეხმარებით შესაბამისი კვლევის, საჭირო ნიმუშის, ღირებულებისა და პასუხის გაცემის მოსალოდნელი ვადის დაზუსტებაში.

დაუკავშირდით გუნდს