კლინიკური კოორდინაცია
გამომგზავნ ექიმთან კლინიკური საკითხისა და მოთხოვნილი კვლევის დაზუსტება.
ეპიჩეკის შესახებ

ეპიჩეკი საქართველოში მოლეკულურ-გენეტიკური კვლევებისა და გენომური მედიცინის სერვისების ორგანიზებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია კლინიკურად მნიშვნელოვანი კვლევების ხელმისაწვდომობის გაზრდა ექიმებთან, კლინიკებსა და პათომორფოლოგიურ ლაბორატორიებთან თანამშრომლობით.
განიხილეთ კვლევაჩვენი მიზანი
მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა მოითხოვს მკურნალი ექიმის, პათომორფოლოგიური სამსახურის, შემსრულებელი ლაბორატორიისა და შედეგების ინტერპრეტაციაში ჩართული სპეციალისტების თანამშრომლობას. ეპიჩეკი უზრუნველყოფს მათ შორის კოორდინაციას - კვლევის შერჩევიდან ნიმუშის გადაცემამდე, ანგარიშის მიღებასა და შედეგების განხილვის ორგანიზებამდე.
თითოეული კვლევისთვის წინასწარ განისაზღვრება შემსრულებელი ლაბორატორია და პასუხისმგებელი სპეციალისტები.
ABM ჯგუფის ნაწილი, მოლეკულური დიაგნოსტიკისა და გენომური მედიცინის მიმართულებით.
კოორდინირებული მხარდაჭერა პირველადი კონსულტაციიდან კვლევის ანგარიშის მიღებამდე.
გამომგზავნ ექიმთან კლინიკური საკითხისა და მოთხოვნილი კვლევის დაზუსტება.
შემსრულებელ ლაბორატორიასთან ნიმუშისა და თანმხლები დოკუმენტაციის გადაცემის, კვლევის ჩატარებისა და ანგარიშის მიწოდების კოორდინაცია.
შედეგების კლინიკური მნიშვნელობის განხილვის ორგანიზება მკურნალ გუნდსა და შესაბამის სპეციალისტებთან.